მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სად არის ბადრი ესებუა? ეს არის კითხვა, რომელიც გომელაურის თავს „დამოკლეს მახვილივით“ არის ჩამოკიდებული“ - ელისაშვილი

პარლამენტის წევრი 2021

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მას შინაგან საქმეთა მინისტრის მისამართით კითხვა აქვს თუ სად არის საქართველოს ბანკის თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა. 

ელისაშვილი ამბობს, რომ ვახტანგ გომელაურის ადგილას თავს უხერხულად იგრძნობდა, რადგან სპეცოპერაცია სათანადოდ არ ჩატარდა.

„სად არის ბადრი ესებუა? ეს არის კითხვა, რომელიც ჩემი აზრით არის ვახტანგ გომელაურის თავს ჩამოკიდებულია „დამოკლეს მახვილივით“, ვინაიდან ჩაუწყვეს ნახევარი მლნ დოლარი ხურჯინში და გზა დაულოცეს და გაუშვეს. თვითონ კი ამაყობს, მაგრამ რითი ამაყობს დღემდე ვერაფრით მივხვდი. მის ადგილას თავს ძალიან უხერხულად ვიგრძნობდი.

ოჯახში ძალადობა არის ჯოჯოხეთური რამ, რაც ჩვენს ქვეყანაში ტრიალებს, ზოგჯერ ეს ყველაფერი სრულდება ფატალურად. აღმოვაჩენთ ხოლმე მოზარდები, ბავშვები არიან დაუცველები გარესამყაროს წინაშე. გვახსოვს ქაქუთის შემთხვევა.

ამის შემდეგ გაკეთდა თუ არა სისტემურად იმისთვის, რომ უბრალოდ არ აღვრიცხავდეთ მსგავს შემზარავ და ტრაგიკულ ფაქტებს“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ინფორმაციისთვის პარლამენტში დეპუტატები დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. იგი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება.