მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სერგო ხიდეშელი საზღვრისპირა სოფლის მოსახლეობას შეხვდა

სერგო ხიდეშელი საზღვრისპირა სოფლის, გლოლის მოსახლეობას შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი სერგო ხიდეშელი, საზღვრისპირა სოფლის, გლოლის მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, გლოლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, მერაბ ბიჭაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნეს და ის გამოწვევები განიხილეს, რომელიც საზღვრისპირა სოფლის მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს.

„გპირდებით, სათანადოდ დავიცავთ თქვენს ინტერესებს და ყველაფერს გავაკეთებ თქვენი ყველა პრობლემის ეტაპობრივი მოგვარებისთვის“ - განაცხადა სოფელ გლოლაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს სერგო ხიდეშელმა.