მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეიძლება ილუზია აქვს, რომ მისი ავანსცენაზე დაბრუნება ავტომატურად წარმატებული იქნება“ - წულუკიანი გახარიაზე

წულუკიანი და გახარია

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნება ავტომატურად წარმატებული ვერ იქნება და მის პარტიას რეიტინგის მოპოვებისთვის დიდი შრომა მოუწევს.

მინისტრის თქმით, ყოფილ პრემიერს შესაძლოა გარკვეული ილუზია აქვს.

„შეიძლება, როდესაც დატოვებ მაღალ თანამდებობას, გაქვს მაღალი რეიტინგი, იყავი სიის პირველი ნომერი, გქონდეს გარკვეული ილუზია იმისა, რომ უკან, სცენაზე, შემოსვლა იქნება ავტომატურად წარმატებული, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს ასე იქნება.

წარმატებისთვის გახარიას მოუწევს ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა და ძალიან დიდი შრომა, ამისთვის მას უნდა ჰყავდეს ასევე რეიტინგული და მაღალკვალიფიციური გუნდი, რასაც მე, ჯერ-ჯერობით, მის გარშემო ვერ ვხედავ“, - აღნიშნა წულუკიანმა.

მისი რწმენით, თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნებას“ ვერავინ დაამარცხებს.

მთავარი არის ჩვენი გეგმა, მთავარი არის ის, რომ ,,ქართული ოცნება" თვითონ ემზადება არჩევნებისთვის და მე არ მგონია, რომ მომავალ ოქტომბერში იმ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომელიც გაიმართება, ვინმე შეძლებს ჩვენს ბეჭებზე დაცემას“, - აღნიშნა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების პროცესშია, რომელსაც საზოგადოებას, სავარაუდოდ, 29 მაისს წარუდგენს.