მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები გაერთიანდნენ“ - ზურაბ ჯაფარიძე „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ პროტესტზე

პარტია გირჩის ლიდერი

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე რესპუბლიკის მოედანზე, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, აშკარაა, რომ პროტესტი რუსეთისგან იმართება.

„სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები გაერთიანდნენ და ითხოვენ კაპიტალისტური კოლონიალიზმისგან ქვეყნის დახსნას ეროვნული ინტერესების წინ წამოწევით.

ჯერჯერობით უცნობია რიონის ხეობაში მცხოვრები მიტინგზე გამოსვლის ხელოვნებაში რეპეტიტორის სახელი და გვარი, რომელმაც დღეს წარმოუდგენელი შედეგები აჩვენა ახალბედა სპიკერებით.

ვასაძის, კორკოტას, ფალავანდიშვილების და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის სრული სოლიდარობა აქციისადმი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროტესტი ფუნდამენტურად ეროვნულია და რუსეთი არა ...“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის პერიოდით მორატორიუმი გამოცხადდა.

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.