მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სპორტსმენებს გენეტიკურ ანალიზს ჩაუტარებენ, რათა ჩემნაირ ადამიანს არ ეგონოს, რომ კარგი კალათბურთელი გამოვა“ - წულუკიანი

„ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო სიის წევრი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, 10 წლის შემდეგ საქართველოში გაიხსენება ლაბორატორია, სადაც სპორტსმენებს გენეტიკურ ანალიზს ჩაუტარებენ.

მისი თქმით, აღნიშნული კვლევა სპორტსმენებს კარიერის სწორად დაგეგმვაში დაეხმარება.

„სამედიცინო ცენტრების ბაზაზე 10 წლის თავზე იფუნქციონირებს ის, რაც არ გვაქვს ქვეყანაში. ეს გახლავთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ე.წ. გენეტიკური ანალიზის კუნთის ქსოვილის შესწავლისა და სხვა ტიპის სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება, რათა მათ სწორად დაგეგმონ თავიანთი წარმატებული კარიერა და მაგალითისთვის ჩემნაირ ადამიანს არ ეგონოს, რომ კარგი კალათბურთელი გამოვა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.