მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი შეკრება დაიწყო

„ქართული ოცნების“ შეკრება

თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეკრება დაიწყო.

თავისუფლების მოედანზე მინისტრთა კაბინეტის წევრები, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები და ასევე, რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან.

ამასთან, მმართველი გუნდის ინიციატივით ორგანიზებულ შეკრებას რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერებიც შეუერთდნენ.

„ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ 30 ოქტომბერს გამარჯვება ბოლომდეა მისაყვანი.

„კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ, თუ როგორია ქართველი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად, ღირსებისა და თავისუფლების დასაცავად, ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.

2 ოქტომბერს ჩვენ ნდობა გამოგვიცხადა ამომრჩევლის 47 პროცენტმა, პრაქტიკულად ყოველმა მეორე ამომრჩეველმა, რაც გვაძლევს ახალ სტიმულს და გვაკისრებს პასუხისმგებლობას, შემდეგი სამი წლის განმავლობაში ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისათვის. ეს გამარჯვება 30 ოქტომბერს ბოლომდეა მისაყვანი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.