მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეა წულუკიანი: პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომ 1 მლნ ლარით გაზრდილიყო სწორედ კულტურაზე ხელმისაწვდომობის ბიუჯეტი, პარლამენტმა გაიზიარა

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი - Pia.ge

„პარლამენტს ვუხდი დიდ მადლობას, ვინაიდან, მათ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომ 1 მლნ. ლარით გაზრდილიყო სწორედ კულტურაზე ხელმისაწვდომობის ბიუჯეტი, სულ რამდენიმე დღის წინ გაიზიარა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ თანხას ძალიან ეფექტიანად გამოვიყენებთ“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა განათლების სამინისტროსგან კულტურის სამინისტროს გამოყოფაზე და ხაზი გაუსვა, რომ ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო ეფექტურად უნდა გააღრმაოს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა.

„ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა პრემიერის ინიციატივით და პარლამენტის მხარდაჭერით და მახსოვს თითოეული დეპუტატის მონდომება, რომლის შედეგიცაა, მიმდინარე წლის მარტში, განათლების სამინისტროსგან კულტურის სამინისტროს გამოყოფა, რამაც უნდა მისცეს ახალი სიცოცხლე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ამ სამინისტროს ექვემდებარება და კიდევ უფრო ეფექტურად გააღრმაოს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.