მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცაგერში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი ნემსაძე იქნება

ცაგერის მერობის კანდიდატი

„ქართული ოცნებიდან“ ცაგერის მერობის კანდიდატი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრი გიორგი ნემსაძე იქნება. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატები დაასახელა და აღნიშნა, რომ საარჩევნო შტაბს თავად უხელმძღვანელებს.

ინფორმაციისთვის, გიორგი ნემსაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციის ფაკულტეტი 1995 წელს.

1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“;

1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“;

1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“;

1995-1996 წლებში გერმანიის „ჰამბურგში“;

1996-1997 წლებში თურქეთის „ტრაბზონსპორში“;

1997-1998 წლებში შვეიცარიის „გრასჰოპერში“.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი.

2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწად-ნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა.