მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წარმოუდგენელია, ვინმემ 26 მაისი ან 7 ნოემბერი 20 ივნისს შეადაროს, წინა ორ შემთხვევაში იყო პირდაპირი მიზანი ხალხის შეშინების, დაზიანების, მოკვლის - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე Pia.ge

წარმოუდგენელია, ვინმემ 26 მაისი ან 7 ნოემბერი 20 ივნისს შეადაროს, როდესაც წინა ორ შემთხვევაში ამ ქვეყნის საუბედუროდ, იყო პირდაპირი მიზანი ადამიანების დასახიჩრების, ხალხის შეშინების, დაზიანების, მოკვლის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე იაგო ხვიჩიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით „გირჩი“ ისეთივე კანონპროექტებს ამზადებს, როგორიც არის ამნისტიის კანონპროექტი 20 ივნისთან დაკავშირებით.

„ამ ბოლო დროს ხანდახან მომწონს კიდევაც „გირჩის“ რაღაც ინიციატივები, ეს შეიძლება ნახევრად ხუმრობით თუ სერიოზულად, თუმცა აქ კატეგორიულად ვერ დავეთანხმებოდი და ამოვარდნა აქვთ სერიოზულად, ეტყობა რაღაცა არასწორ დროს თქვეს ეს ამბავი, რადგან წარმოუდგენელია, ვინმემ 26 მაისი ან 7 ნოემბერი 20 ივნისს შეადაროს, როდესაც წინა ორ შემთხვევაში და სხვა შემთხვევებშიც ამ ქვეყნის საუბედუროდ, იყო პირდაპირი მიზანი ადამიანების დასახიჩრების, ხალხის შეშინების, დაზიანების, მოკვლის და ძალიან ცუდი მიზნები იყო. 20 ივნისი იყო მოგერიება, ეს თქვა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც. ჩვენ ვთქვათ, სუბიექტურები ვართ ამასთან დაკავშირებით და ვთქვათ, პოლიციელს ახლა მხარს ვუჭერთ, რომ ეს პოლიციელი თუ პოლიციელთა ჯგუფი თუ შსს იგერიებდა ამ ხალხს, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტი არის ობიექტური დამკვირვებელი ამ მოვლენებზეც და იმავეს საუბრობს, რომ მაშინ პოლიციამ მოგერიების ლეგიტიმური უფლება გამოიყენა და იქ შეიძლება, ვილაპარაკოთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან ჰქონდა თუ არა რაღაცა უფლებამოსილების გადაჭარბებას ადგილი, მაგრამ არა იმაზე, რომ 20 ივნისი ვინმემ გაბედოს და შეადაროს წინა პერიოდში ჩადენილ სისასტიკეს, ეს არის ძალიან სერიოზული და ცუდი ამოვარდნა ამოვარდნა „გირჩის“ მესიჯბოქსიდან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინფორმაციისთვის, 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების პარლამენტში შეტანას „გირჩი“ ორშაბათს, 24 მაისს გეგმავს.