მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ჰგონიათ იმის წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთე, კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ“ - გახარია

პარტია საქართველოსთვის ლიდერი

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ იმის წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთე, რაიმე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გახარიას თქმით, მისი პრემიერის თანამდებობაზე ყოფნის დროს ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა, შეუსრულებელ პროექტებზე პასუხისმგებლობას გრძნობს.

„ბევრი რამ გაკეთდა, მაგალითად „ოცნების ქალაქი“, რომელიც მთლიანად გუნდის მხარდაჭერით გაკეთდა საკმაოდ ეფექტურად და სწრაფად. დარწმუნებული ვარ, მალე დასრულდება. ბევრი რამ გაკეთდა და მე ამაში მონაწილეობა მიღებული მაქვს. ბევრი რამ ვერ გაკეთდა, ეს არის ის პასუხისმგებლობა, რის გამოც, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ უფრო სწრაფად, უფრო ეფექტურად და უფრო კეთილსინდისიერად“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია გუნდის წევრებთან ერთად აჭარაში იმყოფება, სადაც პარტიამ „საქართველოსთვის“ რეგიონული ორგანიზაცია დააფუძნა.