მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ რამის თავი გაქვთ, ღარიბაშვილი და გომელაური თქვენ უნდა გადააყენოთ“ - თეა წულუკიანი ჟურნალისტებს

იუსტიციის მინისტრი 2020

„სავარაუდოდ, არავითარი მიზეზშედეგობრივი კავშირი 5 ივლისსა და გარდაცვალების ფაქტს შორის არ უნდა არსებობდეს“ , - აღნიშნულის შესახებ საქართველოს კულტურის, ახალგაზრდობისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ჟურნალისტების მოთხოვნის საფუძველზე არ უნდა გადადგეს პრემიერი და შს მინისტრი.

„ტვ პირველს და ყველას გიპასუხებთ, რომ არ უნდა გადადგნენ ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური და მთავრობა. ისინი თქვენ უნდა გადააყენოთ, თუ რამის თავი გაქვთ. რაც შეეხება პასუხისმგებლობებს, პასუხისმგებლობა დადგინდება გამოძიების შედეგად.

პირველადი შედეგები აჩვენებს იმას, რომ სავარაუდოდ, არავითარი მიზეზშედეგობრივი კავშირი 5 ივლისსა და გარდაცვალების ფაქტს შორის არ უნდა არსებობდეს, მაგრამ ეს ვარაუდია. დაველოდოთ გამოძიებას და პასუხისმგებლობები მერე უნდა ვეძებოთ - თუ რამის თავი გაქვთ, გადააყენეთ თქვენ თვითონ მთავრობა, აგერ ვარ და გადამაყენეთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ 5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

იხილეთ აგრეთვე:

✅თეა წულუკიანი: ზოგიერთი ტელევიზია ამ ამბავს ასაღებდით ისე, თითქოს მთავრობის წევრებმა ეს ოპერატორი მოკლეს, ეს სირცხვილია