მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უპასუხისმგებლო აქციების შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა“ - პრემიერი

პრემიერმა შესაბამის უწყებებს ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებისთვის აუცილებელი ღონისძიებების მოკლე ვადებში გატარება დაავალა

„ვიტყოდი სავსებით სამართლიანად, უპასუხისმგებლო რამდენიმედღიანი აქციების შედეგიც არის პირდაპირ ის, რაც მოხდა. ამ აქციების შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგება მოხდა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართა და მოუწოდა, რომ მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინონ.

„პრაქტიკულად გაორმაგება მოხდა ინფიცირებულთა რაოდენობის. აქვე მინდა აღვნიშნო, ვიტყოდი სავსებით სამართლიანად, უპასუხისმგებლო რამდენიმედღიანი აქციების შედეგიც არის პირდაპირ ის, რაც მოხდა. ამ აქციების შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგება მოხდა.

კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, რომ მაქსიმალური ყურადღება, სიფრთხილე და პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ. პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს აქტივობას, იქნება ეს ნებისმიერი შეკრება თუ ხალხმრავალი შეკრება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყველაფერი გავხსენით და რამდენიმე თვეა ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდება, უპრეცედენტო ზრდა გვაქვს მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა პრემიერმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ 1 264 ინფიცირება, 1 665 გამოჯანმრთელება, 26 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

✔️ 676 თბილისი, 224 აჭარა - კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქართველოში

✔️ ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის დროს სახელმწიფო იყო მოძალადე, როგორც ტელევიზიაზე, ასევე ბიზნესზე, მოქალაქეზე, ყველაზე