მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვაშაძე, ჯაფარიძე, ვაშაძე - პარლამენტში ახალი ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა

ახალი ფრაქცია

ოპოზიცია პარლამენტში ახალ ფრაქციას ქმნის, რომელიც 7 დეპუტატისგან იქნება შემდგარი. ამის შესახებ ხათუნა სამნიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ფრაქციაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები იქნებიან: „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე და თეონა აქუბარდია, გირჩი-მეტი თავისუფლებიდან“ ზურაბ ჯაფარიძე, „რესპუბლიკური პარტიიდან“ ხათუნა სამნიძე, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები გრიგოლ ვაშაძე და ტარიელ ნაკაიძე იქნება.

როგორც მან აღნიშნა, ფრაქციის სახელწოდება „შარლ მიშელის რეფორმების გუნდი“ იქნება.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს.

„მნიშვნელოვანია „ქართული ოცნება“ ვაიძულოთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის პირობები შეასრულოს“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში უკვე არსებობს ერთი ოპოზიციური ფრაქცია, რომელიც პარტია „ლელომ“ შექმნა.