მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვიბრძოლებთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის“ - სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი

„საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას არ სურს წარსულში დაბრუნება“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის, მოლდოვისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ვართ მზად და გამიზნული გვაქვს, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის, ვებრძოლოთ პოლარიზაციას. არ მოხდება არც სტაგნაცია, არც შეყოვნება, მოხდება მხოლოდ წინსვლა სწორი მიმართულებით და ეს არის გამძლეობის ნიშანი.

ასოცირება არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვა, მას ახალი მნიშვნელობა უნდა გააჩნდეს. უნდა გაითვალისწინოს ჩვენი სამი ქვეყნის ლიდერთა გონების, განწყობისა და მიდგომების დემოკრატიული მმართველობის, ძლიერი საზოგადოების მშენებლობის ნიშანი განვითარდეს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკა, საერთო მიდგომები არსებობდეს კონფლიქტების, ოკუპაციის დასაძლევად.

ასოცირება ახალი მნიშვნელობის მქონე უნდა გახდეს იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება გავაძლიეროთ რეფორმები ადაპტაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. სამომავლოდ გზა იქნება წარმატებული და კეთილდღეობისთვის გამიზნული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, ბათუმში დღეს 19 ივლისს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.