მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვიკილიქსის“ ეპოქაში არაფერი უნდა გვიკვირდეს, ამ ქვეყანაში მინიმუმ 3 დიდ სახელმწიფოს საკუთარი ინტერესები აქვს და ამ ინტერესებისთვის მათი შესაძლებლობები შეუდარებლად დიდია - გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდავა შალვა ნათელაშვილის ფანჩატურის გაერთიანებას კრიმინალურს უწოდებს.

„არაფერი არ უნდა გვიკვირდეს „ვიკილიქსის“ ეპოქაში და ის, რომ ამ ქვეყანაში მინიმუმ 3 დიდ სახელმწიფოს საკუთარი ინტერესები აქვს და ამ ინტერესებისთვის მათი შესაძლებლობები არის შეუდარებლად დიდი, ვიდრე ჩვენი „სუსის“, მაფიქრებინებს, რომ არ არის გამორიცხული აქ რუსეთის ხელი ურევია“, - აღნიშნულის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

ხაინდრავას თქმით, ფარულ ჩანაწერებში არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობას აქვს ინტერესი, არამედ სხვა ქვეყნებსაც და აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით სანდოობა არ გააჩნია.

„ჩემთვის ეს აბსურდის თეატრის ნაწილია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდება. იმ პოლიტიკური აბსურდის ერთ-ერთი ნაწილია ის, რისი მოწმენიც გავხდით მთელი ამ ხნის განმავლობაში.

ბეკეტის პიესა არის ასეთი „გოდოს მოლოდინში“, ჩვენი საზოგადოების ნაწილიც და პოლიტიკური სპექტრიც გოდოს მოლოდინშია, ხან ყოფილი და ხან ახალი გოდოს მოლოდინში. ამ ყოფილმა გოდომ დააანონსა არჩევნების წინ დიდი სიურპრიზი და ჩვენ ამის მოწმეები ვართ, რომელიც წამოსულია მოსკოვიდან, ბიძამისის გავლით კიევიდან, ამიტომ ამაზე დროის ხარჯვა სერიოზული და საინტერესო არ არის.

ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელით ხორციელდება, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ გვარამია, მამა-შვილი წერეთლები და ეს კეზერაშვილი, ლონდონში რომელიც ზის, „ნაციონალური მოძრაობის“ საცეცები არიან, არ ვიცი, მაშინ ეტყობა, სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ.

„ვიკილიქსის“ ეპოქაში არაფერი არ უნდა გვიკვირდეს და ის, რომ ამ ქვეყანაში მინიმუმ 3 დიდ სახელმწიფოს საკუთარი ინტერესები აქვს და ამ ინტერესებისთვის მათი შესაძლებლობები არის შეუდარებლად დიდი, ვიდრე ჩვენი „სუსის“, მაფიქრებინებს, რომ არ არის გამორიცხული აქ რუსეთის ხელი ურევია. იმიტომ რომ ამ მასშტაბის „ვიკილიქსი“ რასთანაც საქმე გვაქვს, ვიცით მხოლოდ ის, რასაც ამბობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათი მომხრეები, მათი ენჯეოები, მათი ჟურნალისტები, რეალურად სხვისგან ჩვენ არაფერი ვიცით.

იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ძირითადი დარტყმა მიმართულია ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე, უნდა ვიფიქროთ, რომ ამაში ინტერესი არა მარტო „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, არამედ ძალიან ბევრი მეზობელია და არა მარტო მეზობელი ქვეყნები, რომლებიც შეიძლება დაინტერესებული იყვნენ ქართული საზოგადოების მორალის მოსპობით, მორყევით და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ფეხქვეშ ამოდებით.

ეს გასაკვირი არ უნდა იყოს, მსოფლიოში არსებობს ინტერესები, აქედან გამომდინარე, საქართველო, როგორც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკურ ადგილზე მყოფი ქვეყანა, ძალიან ბევრი სახელმწიფოსთვის არის საინტერესო. მით უმეტეს, მისი ხელისუფლების მართვაა საინტერესო იმიტომ, რომ საჭირო დროს საჭირო სარგებელი მიიღონ. არ უნდა გვიკვირდეს, ეს არის რეალობა, ამ რეალობაში გამოიყენება სხვადასხვა მეთოდები. დღევანდელ მსოფლიოში ყველა ყველას უსმენს. ანგელა მერკელს უსმენდნენ, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს უსმენდნენ.

მხოლოდ იმ ადამიანებისგან მესმის ინფორმაცია, ვისი ნდობაც არ მაქვს, მტკიცებულებები არ გვაქვს, რატომ უნდა ვენდო და მჯეროდეს მაგათი, რომელთაც მთელი თავისი ცხოვრება ტყუილზე, გარყვნილებაზე და ცილისწამებაზე ააგეს“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.