მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმირ ზელენსკი საქართველოშია

ვლადიმირ ზელენსკი საქართველოშია

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი საქართველოშია.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დახვდა.

ვლადიმირ ზელენსკი საქართველოში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწვევით ჩამოვიდა.

ზელენსკი ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ მონაწილეობას მიიღებს.

ღონისძიება დღის მეორე ნახევარში გაიმართება, მასში მონაწილეობას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებენ.

ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გახსნის.

ღონისძიებას, ასევე, დაესწრება მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.