მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება - კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩის ბრიფინგი

„ვწუხვარ, რომ წარმომადგენლობის ოფისის წინ, ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ ის შეაშფოთა წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, რომლის შესახებ ჰქონდა კომუნიკაცია შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან.

„გუშინ, მიმდინარე საარჩევნო პროცესზე სასაუბროდ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად, ვუმასპინძლე ინდივიდუალურ შეხვედრებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, როგორც ეს წინასაარჩევნოდ ხდება ხოლმე. ვწუხვარ, რომ წარმომადგენლობის ოფისის წინ, ორი პარტიის ლიდერმა ერთმანეთის მიმართ აგრესია გამოხატა. თუმცა, მივესალმები იმას, რომ ერთ-ერთმა მათგანმა საზოგადოებას შემდგომ ბოდიში მოუხადა და სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ასევე, შემაშფოთა წარმომადგენლობის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ შექმნილმა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სიტუაციამ, რომლის შესახებ მქონდა კომუნიკაცია შესაბამის სახელმწიფო სამსახურებთან. ნება მომეცით გავიმეორო ის გზავნილი, რომელიც გასულ კვირას გამოვთქვი – ვგმობ წინასაარჩევნო კონტექსტში მომხდარ ძალადობის ფაქტებს და მოვუწოდებ მათი სწრაფად და სიღრმისეულად გამოძიებისკენ; ასევე ვთხოვ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება.

არჩევნების დღეს, რომელიც საქართველოში შემდეგ კვირაში გაიმართება, ყველა ამომრჩეველს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს დემოკრატიული უფლებით და თავისუფლად, მშვიდობიან და ძალადობისა თუ ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში, მისცეს ხმა. საქართველოს მთავრობასა და პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ ამ უფლებით სარგებლობა“, - ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის ოფისთან დღეს 23 სექტემბერს ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კობახიძემ ევროკავშირის ოფისში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრა დატოვა, მელია კი ელჩთან შესახვედრად მივიდა. დაპირისპირების მიზეზი დმანისში მომხდარი ინციდენტი გახდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „პროვოკატორი, ხულიგანი, უინტელექტო და ბინძური კაცი“

👉 ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)