პოლიტიკა

„ზელენსკის თვითმფრინავი გამოფრინდა მას შემდეგ, რაც დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები შეიწყალეს“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს
ექსპრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი Pia.ge
1626678672
დაკოპირებულია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინელი მეზღვაურების და მისი დაცვის ყოფილი წევრის, მიხეილ ბატურინის შეწყალებას ეხმაურება და წერს, რომ ხელისუფლება იძულებული გახდა დაკავებულები გაეთავისუფლებინა.

„დღეს, საქართველოს უზურპატორული "ხელისუფლება" იძულებული გახდა, დილაადრიან შეეწყალებინა და გაეთავისუფლებინა ორი უკრაინელი მეზღვაური და სახელმწიფო დაცვის ყოფილი ოფიცერი მიხეილ ბატურინი, რომელიც ნოემბრის შემდეგ, ჰყავდათ ციხეში და სულ რამდენიმე დღის უკან, მიუსაჯეს ოთხი წლით პატიმრობა.

შეიწყალეს მათი განცხადების გარეშე.

რაც ნათლად მიუთითებს რომ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ზურაბიშვილი პირდაპირ იღებს ინსტრუქციებს ივანიშვილისგან - რომლის განკარგულებითაც მოხდა უკრაინელი მეზღვაურების და ქართველი ოფიცრის დაკავება.

ეს ის ზურაბიშვილია რომელმაც, კიევში ვიზიტის დროს, ზელენსკის ოფიციალურად მოსთხოვა ივანიშვილის დავალებით ჩემი ექსტრადიცია საქართველოში - თუმცა ზელენსკიმ ამ მოთხოვნაზე მოკლედ მოუჭრა და ერთ ადგილზე გაუშვა.

მაგრამ მე მინდა ჩემი პოზიცია გამოვხატო რომ - ის რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არ დაუკმაყოფილა მალე თვითონ დავაკმაყოფილებ და აუხდებათ ყველაზე სანუკვარი "ოცნება".

ისინი იძულებულები იყვნენ, ეს გაეკეთებინათ იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააუქმა ორმხრივი სამიტი, რომელიც უნდა გამართულიყო გუშინ უკრაინა-საქართველოს შორის და ასევე, ნათლად განუმარტეს კიევში, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ ჩამოვიდოდა ევროკავშირის მიერ მოწვეულ სამიტზე ბათუმში, რომელშიც მონაწილეობს ასევე შარლ მიშელი.

ამავე დროს, როგორც მე დანამდვილებით ვიცი, მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ უთხრა უკრაინელებს, თუ ზელენსკი არ ჩამოვიდოდა სამიტზე, ისიც აღარ მიიღებდა მონაწილეობას ამ სამიტში და პრაქტიკულად სამიტი იშლებოდა.

ასე მოუხდათ, დილის შვიდ საათზე უკრაინელების და მიხეილ ბატურინის შეწყალება.

რეჟიმმა დაიხია ამჯერად უკან ევროკავშირის და უკრაინელების ზეწოლის ქვეშ, მაგრამ ამით საერთაშორისო რეპუტაცია საქართველოსი მაინც სერიოზულად დაზარალდა. მრავალი თვე ჰყავდათ უკანონო პატიმრობაში ეს ხალხი და გამოიტანეს ასე უკანონო განაჩენი. ვინ სჯიდა, ამ უკანონო განაჩენის გამოტანას, თუ სამ დღეში მოუწევდათ გამოშვება?

მაგრამ ასეა საქართველოში ამჯერად - ყველაფერი არის უკუღმა.

ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ამჯერადაც მოუხდათ მათ უკან დახევა, მაგრამ ეს არის რეჟიმი, რომელიც მომავალშიც გააგრძელებს უკანონობას, თუ არ მოხდა მათი დროზე ჩამოშორება ხელისუფლებიდან.

დიდი მადლობა პრეზიდენტ ზელენსკის, ევროკავშირს და ასევე უკრაინელ მეზღვაურებს, რომელთაც უარი თქვეს შეწყალებაზე სამი დღის უკან, როდესაც მათ შესთავაზეს შეწყალება მიხეილ ბატურინის გარეშე, მათ თქვეს, რომ არ დატოვებენ ციხეს, სანამ მათი ქართველი მეგობარი არ იქნება თავისუფალი და მათ თქვეს, რომ უკრაინელები თავისიანებს, არ ჩატოვებენ ციხეში და ამ პოზიციასაც მხარი დაუჭრა უკრაინის ხელისუფლებამაც.

ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტი ზელენსკის თვითმფრინავი გამოფრინდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინის საელჩომ საქართველოში დაადასტურა უკრაინელების და ბატურინის გათავისუფლების ფაქტი. პრეზიდენტი ზელენსკი უცდიდა ბოლო წუთამდე, სანამ არ მიიღო ამის დასტური და მხოლოდ ამის შემდეგ, თვითმფრინავი აფრინდა ბათუმის მიმართულებით - აი ეს არის პრინციპული პოზიცია, თავმოყვარე ქვეყნის.

საქართველოს ე.წ ხელისუფლებამ მორიგი სირცხვილი ჭამა, ჯერ უკანონო დაკავებით, შემდეგ ასეთივე, კიდევ უფრო უკანონო განაჩენით და შემდეგ ნაჩქარევი, ფართხა-ფურთხით, ამ ხალხის განთავისუფლებით საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ.

ასევე, უკრაინელმა მეზღვაურებმა განაცხადეს, რომ ისინი არ გამოიყენებენ საშუალებას, პირდაპირი გამოფრენის, არამედ მოამზადებენ კატარღას და ბოლომდე შეასრულებენ თავის პროფესიულ მოვალეობას და ჩამოიყვანენ კატარღას ოდესაში

როგორც იცით, ეს კატარღა დააკავეს იმიტომ, რომ რატომღაც ეგონათ, რომ ამ კატარღაზე მე ვიყავი და შემდეგ ვეღარ გადათქვეს, სულ ტყუილად ამყოფეს, სრულიად უდანაშაულო ადამიანები ციხეში.

მე მინდა, რომ ჩემგან დავუმატო ამ ყველაფერს ერთი რამ - ძალიან მალე, შეხვედრამდე საქართველოში“. - წერს მიხეილ სააკაშვილი.

უკრაინელი მეზღვაურები და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი მიხეილ ბატურინი საზღვრის უკანონო ჯგუფური გადაკვეთის ბრალდებით 2020 წლის ნოემბერში დააკავეს.

14 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მათ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე მსჯავრდადებულები პრეზიდენტმა შეიწყალა

თელავის საავადმყოფოში
გადაიყვანეს.

თუშეთის გზაზე ავარია მოხდა - არის მსხვერ...

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე გამთენიისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილა.

1634544624

ხულოს მუნიციპალიტეტში დასასრულს უახლოვდება „მწვანე ტბიდან“ „შავ ტბამდე“ ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

1634544436

„ჯერ იყო და ჯალათი ბელადის მხარდამჭერები მოაგროვეს თბილისში, ახლა კი ჩვეულ რეჟიმში საპატრიარქოს, პატრიარქსა და მის თანამოსაყდრეს, მეუფე შიოს მოუბრუნდნენ - ქრისტიანული სწავლებისა და ქადაგების კრიტიკა დაიწყეს. ეკლესიის წინააღმდეგ მათი ბრძოლა არ ახალია, ძველია, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ მეუფე ამბობს - ბოროტება სამართლიანი სასჯელით უნდა აღიკვეთოსო!“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოს აკრიტიკებს.

1634544188

ამერიკელი გენერალი, აშშ-ის ევროპული ჯარების ყოფილი მეთაური, ბენ ჰოჯესი საქართველოში აშშ-ს თავდაცვის მდივნის ვიზიტს „ტვიტერში“ ეხმაურება.

1634542375
ძველ საქართრითი
ხურავდნენ სახლებს ველოში
და რა არჩევანი გვაქვს
დღეს?

რით ხურავდნენ სახლებს ძველ საქართველოში და რა...

ძველად საქართველოს თითოეულ კუთხეში განსხვავებული ფორმის შენობებს აგებდნენ. ეს დამოკიდებული იყო მათ ლანდშაფტსა და გარემო პირობებზე. თუმცა, შეზღუდული იყო ნაგებობების საშენი და გადასახური მასალა. სახურავებისთვის ძველ საქართველოში ყველაზე ხშირად ისლს, ყავარს და კრამიტს იყენებდნენ.

1634539063
2 479 ინფიცირება, 2 374 გამოჯანმრთელება,...

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 479 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი, ხოლო 2 374 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 ოქტომბერს გვიან საღამოდან 21 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

გიორგი ხელაშვილი: აშშ-ის თავდაცვის მდივა...

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მისი ვიზიტის მიზანი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციისკენ წინსვლაა,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გიორგი ხელაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.