მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ზუგდიდში ღამით ხმები გადათვალეს და ჩვენი მაჟორიტარობის გამარჯვებული კანდიდატი დამარცხებულად გამოაცხადეს“ - ნიკა მელია (ვიდეო)

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიამ პარტიის მაჟორიტარობის ერთ-ერთი გამარჯვებული კანდიდატი დამარცხებულად გამოაცხადა.

მისი თქმით, ღამით ხმები ჩუმად, უკანონოდ გადაითვალეს.

„გუშინ ღამე „ქართული ოცნება“ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიკრიბა, სრულიად უკანონოდ, ქურდულად, საარჩევნო ზონდერებმა გადათვალეს ხმები და ჩვენს ერთ-ერთ, პირველივე ტურში გამარჯვებულ მაჟორიტარს ჩაუთვალეს პირველ ტურში მარცხი“, - აღნიშნავს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში მერის არჩევნებში მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები მამუკა წოწორია და ანზორ მელია დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება საკრებულოს, უმრავლესობა პირველი ტურის შედეგებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიპოვა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.