მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში 19 ოქტომბრიდან ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

აჭარის რეგიონი

აჭარაში 19 ოქტომბრიდან საზოგადოებრივი, მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აჭარაში შეზღუდვები რჩება სასწავლო პროცესზე. შეზღუდვები იმოქმედებს რესტორნებსა და გასართობი ცენტრების მიმართ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, აჭარაში ტრანსპორტის მოძრაობა 26 სექტემბრიდან შეიზღუდა.

25 სექტემბრიდან კი, რესტორნები 22:00 საათიდან აღარ მუშაობენ.