მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარის რესპუბლიკურის შენობა

დღეს, 9 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 ადამიანი კი განიკურნა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ჩატარდა 2700 PCR კვლევა, აქედან კორონავირუსი დაუდასტურდა 25 პირს“ ,- აცხადებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი.

ამჟმინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1773 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 1325 განიკურნა, 19 კი გარდაიცვალა.