მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალქალაქში მოსახლეობა რუსეთთან და სომხეთთან საზღვრების გახსნას ითხოვს

აქცია ახალქალოაქში

ახალქალაქში ადგილობრივებმა რუსეთთან და სომხეთთან საზღვრების გახსნის მოთხოვნით აქცია გამართეს. მათი თქმით, ჩაკეტილი საზღვრების გამო შემოსავლის ერთადერთი წყარო დაკარგეს და უმუშევრად დარჩნენ. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, კორონავირუსზე საშიში დაავადებებიც არსებობს, თუმცა ამის გამო ქვეყნები არ იკეტება. მოქალაქეები პანდემიის გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს გადაჭარბებულს უწოდებენ.

ისინი ამბობენ, რომ ახალქალაქში დასაქმების საშუალება არ აქვთ, რის გამოც მათი მდგომარეობა უკვე გაუსაძლისია.

მოსახლეობა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს და საზღვრების დაუყოვნებლივ გახსნას ითხოვს.

ინფორმაციისთვის, ჯავახეთის მაცხოვრებლებს პრობლემა მას შემდეგ შეექმნათ, რაც პანდემიის გამო, მეზობელ ქვეყნებთან საზღვრები ჩაიკეტა.

ასეულობით ადგილობრივი, რომლებიც რუსეთში სეზონურ სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებული, შემოსავლის გარეშე დარჩა.