მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები მთავრობის სახლის პიკეტირებას ცდილობენ

ბათუმში აქცია იმართება

ბათუმში, მთავრობის სახლთან ენმ-ის მხარდამჭერების საპროტესტო აქცია იმართება. ისინი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ თორნიკე რიჟვაძე მათი მთავრობის ხელმძღვანელი არ არის. 

აქციის მონაწილეების თქმით, თორნიკე რიჟვაძესა და მის თანაგუნდელებს შენობაში შესვლის უფლება არ აქვთ.

ისინი მოსახლეობას პროტესტისკენ მოუწოდებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ვარშალომიძის განცხადებით, შენობის პიკეტირებაზე პასუხისმგებლობას პარტია იღებს. შენობის შესასვლელთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ისინი ენმ-ის წევრებს მთავრობის სახლში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ არჩევნების შედეგები ბათილად არ გამოცხადდება.

👉 ინფორმაციისთვის, მთელი ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღაირებს და აცხადებს, რომ ის გაყალბებულია.

👉 „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებთან ერთად აქციებს ბათუმში, მთავრობის სახლთან მართავს. მათი მოთხოვნაა გაბათილდეს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები.