მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში მიმდინარე აქციაზე აქტივისტებს აკავებენ

პატრულის მანქანა, ივნისი 2020 წ.

ბათუმში, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

ადგილზე შეკრებილები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები.

ისინი შენობის ღობეზე ავიდნენ და სტიკერებს აკრავდნენ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ მოუწოდეს, რომ ღობიდან ჩამოსულიყვნენ, თუმცა აქტივისტებმა ეს მოწოდება არ გაითვალისწინეს.

წინასწარი ინფორმაციით, აქციაზე 4 პირია დაკავებული.