ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა 2 პირი დააკავეს.
დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როცა აქტივისტები მთავრობის სახლის შენობაზე საპროტესტო წარწერებით ბუშტების დაკიდებას ცდილობდნენ.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი და ერთ-ერთი აქტივისტი ირაკლი ჩხვირკია. დაკავებულებს ბრალი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში ედებათ.
აქტივისტები ადგილზე რჩებიან და პროტესტს განაგრძობენ.
👉 ინფორმაციისთვის, ბათუმში „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვენ.