მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში, ზღვაში კაცის ცხედარი იპოვეს

შტორმი შავ ზღვაზე

ბათუმში, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანაპიროდან 700 მეტრში კაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. 

ამავე ცნობით, ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან და მიმდინარეობს გარდაცვლილი პირის იდენტიფიცირება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე