მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმის ბულვარის დირექტორი სასტუმროსთვის პლაჟის იჯარით გადაცემას ეწინააღმდეგება

ბათუმი

ბათუმში დღეს სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მფლობელი კომპანიისთვის, „ბათუმი თაუერისთვის“ ბულვარის გასწვრივ, 3380 კვ.მ. ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის საკითხი განიხილება. 

ბულვარის დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და შემდეგ მერიის შენობა დატოვა.

ბულვარის დირექტორი აცხადებს, რომ პლაჟების გადაცემა დაუშვებელია, რადგან ის ფასიანი გახდება და რიგითი მოქალაქეები მის სარგებლობას ვერ შეძლებენ.

„სანაპიროზე ბევრი მაგალითი გვაქვს, „რედისონი“, „ივერია ბიჩი“, სადაც კონკრეტული თანხის სანაცვლოდ ვერ შეხვალ. ეს არის ძალიან დიდი ტერიტორია, რომელიც არის კერძო საკუთრებაში გადაცემული.

შეუძლებელია იქ რიგითი მოქალაქე შევიდეს. მე შეიძლება მაქვს უძრავი ქონება, მაქვს შესაძლებლობა, მაგრამ თავს ვერ ვაძლევ უფლებას ჩემ შვილებს 40 და 50 ლარი პლაჟზე შესვლაში გადავახდევინო, ხალხს პურის ფული არ აქვს... მე არ ვარ ოპოზიცია“ - განაცხადა ჯინჭარაძემ.

სასტუმრო „ლე მერიდიანის“ მფლობელი კომპანია „ბათუმი თაუერი“ ბულვარის გასწვრივ, 3 500-მდე კვ.მ. ტერიტორიას გრძელვადიანი იჯარით ითხოვს. განკარგულების პროექტის მიხედვით, ყოველი წლის 4 თვის საიჯარო ქირის სახით, კომპანიამ 80 ათასამდე ლარი უნდა გადაიხადოს.

იხილეთ აგრეთვე:

🔶„შეგვიშვით, შეგვიშვით“ - ხმაური ბათუმის მერიასთან