ჩოხატაურის მერის ირაკლი კუჭავას განცხადებით, სოფელ ბუკნარში ქრისტიან და მუსულმან მაცხოვრებლებს შორის კონფლიქტში აქტიურად არის ჩართული და მოსახლეობასთან შეხვედრები გაგრძელდება.
„აქამდე ეს არ იყო კონფლიქტი. ეს იყო აზრთა სხვადასხვაობა. პირადად მე დაახლოებით 7 შეხვედრა მაქვს ჩატარებული ამ სოფლის ქრისტიან და მუსულმან მაცხოვრებლებთან. იყო საკითხები, რომელზეც თანხმდებოდნენ, თუმც იყო პრინციპული საკითხები, რომელზეც ჯერ კიდევ არ იყო შეთანხმება მიღწეული. სამწუხაროდ, გუშინ მოხდა ინციდენტი, რამაც გაართულა მოლაპარაკებები“, - აღნიშნა ირაკლი კუჭავამ.
ამ დროისთვის ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან შეკრებილი. ადგილზე კონფლიქტის მოსაგვარებლად შესაძლოა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ.
👉 ინფორმაციისთვის, რამდენიმე კვირის წინ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაწყებული კონფლიქტი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
👉 ქრისტიან და მუსლიმ მრევლს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა, რის გამოც მოგვიანებით დაბა ჩოხატაურში, კლინიკა „მამქოლში“ გადაიყვანეს ორი მოქალაქე, რომლებსაც ექიმების დახმარება დასჭირდა.
👉 რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება გურიაში ამ დრომდე მიმდინარეობს. ქრისტიანი მოსახლეობის თქმით, არ სურთ, რომ რეგიონში კიდევ ერთი მეჩეთი გაკეთდეს.
საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია. იგი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
სომხეთის დედაქალაქ ერევნის ცენტრალურ მოედანზე პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერთა მიტინგი იქნება. ამის შესახებ რადიო „თავისუფლება“ იუწყება.
2021 წლის 1-ელ მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან. შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს მოუსმინა და სხდომის ბოლოს 6 კანდიდატიდან ორ მათგანს დაუჭირა მხარი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესი 1 მარტს ონლაინ რეჟიმში დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ავრცელებენ.
„ბატონ პრეზიდენტს დავუდასტურეთ ხელისუფლების მტკიცე მზაობა პოლიტიკურ ძალებთან დიალოგისთვის, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლოთ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება და ერთობლივი ძალისხმევით ვებრძოლოთ არსებულ გამოწვევებს“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ახალი და საინტერესო ინფორმაცია მომივიდა „გლავკანალიდან“ - დიდი ამბები, ჩხუბი და გარჩევა ყოფილა გუშინ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს შორის“, - ამის შესახებ ინფორმაციას იურისტი თამთა მეგრელიშვილი ავრცელებს.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ევროსაბჭოს პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციური დემოკრატიული სპექტრის მთლიანი შემადგენლობისგან იმის მოსმენა თუ რა ხდება ქვეყანაში.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3268 ლარი შეადგინა.