მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩოხატაურში ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობის დაპირისპირებულ ჯგუფებს ხვდებიან

ჩოხატაურის ქუჩა

ჩოხატაურის მერიაში მხარის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის მერი ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლებს ხვდებიან.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, რის გამოც ჯერჯერობით უცნობია რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკებები.

მერიის შესასვლელთან მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე იმყოფებიან მუსლიმი მოქალაქეები და აჭარიდან მათ მხარდასაჭერად ჩასული პირები. ისინი შეხვედრის დასრულებას ელოდებიან.

👉 ინფორმაციისთვის, რამდენიმე კვირის წინ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაწყებული კონფლიქტი სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

👉 ქრისტიან და მუსლიმ მრევლს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოყვა, რის გამოც მოგვიანებით დაბა ჩოხატაურში, კლინიკა „მამქოლში“ გადაიყვანეს ორი მოქალაქე, რომლებსაც ექიმების დახმარება დასჭირდა.

👉 რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება გურიაში ამ დრომდე მიმდინარეობს. ქრისტიანი მოსახლეობის თქმით, არ სურთ, რომ რეგიონში კიდევ ერთი მეჩეთი გაკეთდეს.