მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დაბა ხარაგაულში თანამედროვე საკალათბურთო მოედანი შენდება

ხარაგაულში კალათბურთის მოედანი შენდება

დაბა ხარაგაულში ღია ტიპის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საკალათბურთო მოედნის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ავრცელებს.

ამჟამად მოედანზე ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ასევე გათვალისწინებულია მცირე სკვერისა და ბავშვთა გასართობი ატრაქციონების მოწყობა.

ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ჩხეიძე და მერის წარმომადგენელი დაბა ხარაგაულში ბაქარ ბარბაქაძე ადგილზე გაეცნენ.

სამუშაოებს შპს „დანი კონსტრაქშენი“ ასრულებს. პროექტის ჯამური ღირებულება კი 247 505 ლარს შეადგენს.