მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გარდაბნის მერიამ 300 ოჯახს სურსათი და ჰიგიენური საშუალებები გადასცა

300 ოჯახს სურსათი გადაეცა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ, ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ ორგანიზებით მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოწყვლადი კატეგორიის 300 ოჯახს სურსათი და ჰიგიენური საშუალებები გადასცა. ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, „წითელი ჯვრის“ ამანათები 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს, მრავალშვილიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ბენეფიციარებს გადაეცა.

„პანდემიის პირობებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად მუნიციპალიტეტის მასშტაბით „წითელი ჯვრის“ მიერ არაერთი სოციალური აქტივობა განხორციელდა. სოციალურ აქტივობაში „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოს წარმომადგენლები ჩაერთვნენ“- აცხადებენ მერიაში.