მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვის მიზნით ტრენინგ-სემინარები მიმდინარებს

შეხვედრა გარდაბნის მუნიციპალიტეტში

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ერთიანი ელექტრონული სისტემის დანერგვის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ტრენინგ-სემინარები აქტიურ რეჟიმში მიმდინარებს. - ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.

გადამზადების პროცესში ტრენინგები მერიის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელ პირებს უტარდება.

პროექტს, სახელწოდებით - „საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს, რომლის მიზანია ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ინსტიტუციურ გაძლიერებას, განვითარებას, საქმისწარმოების გამჭვირვალე პროცესებს, მეტ გამჭვირვალობას და სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

პროექტი, საქართველოს მუნიციპალიტეტებში, მუნიციპალური განვითარების ფონდსა და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება;

ტრენინგ-სემინარები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვის შესაბამისად მიმდინარეობს. - წერია ინფორმაციაში.