მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გურიის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდა

გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას კორონავირუსი დაუდასტურდა.

გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცის გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის წარმომადგენელი ადასტურებს.

„ზურაბ ნასარაია ბინაზე იმყოფება და ელოდება ეპიდემიოლოგების მითითებებს და პროტოკოლით დადგენილი წესის მიხედვით იმოქმედებს.

მოადგილეების ტესტის კვლევის შედეგები უარყოფითია. ადმინისტრაციულ შენობის სამივე სართულზე, სადაც განთავსებულია გუბერნია, მერია და საკრებულო, სადეზინფექციო სამუშაოები გვიან ღამით ჩატარდა“, - განაცხადა გურიის გუბერნატორის პრესსამსახურის წარმომადგენელმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 1351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აგრეთვე, წაიკითხეთ: 👇

📢 ბინაზე და სასტუმროში მკურნალობის საკითხს მეზვრიშვილი განმარტავს

📢 საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

📢 საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა

📢 კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 21 ოქტომბრის მონაცემებით

📢 კორონავირუსის სტატისტიკა - მუდმივად განახლებადი ინფორმაცია