მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახეთში კორონავირუს საკითხზე სპეციალური შტაბი და ცხელი ხაზი იმუშავებს

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული

დღეიდან კახეთში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავაშირებით არსებულ საკითხებზე ოპერატიული შტაბი და ცხელი ხაზი იმუშავებს.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, შტაბში ყველა მუნიციპალიტეტის მერია გაერთიანებული. მისივე თქმით, რეგიონში ბლოკპოსტის შექმნის აუცილებლობა, ეპიდემიოლოგებისა და სხვა მიმართულების სპეციალისტების შეფასების მიხედვით, არ არსებობს.

თუმცა, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ყველა გამკაცრებული რეგულაცია იმუშავებს. მათ შორის, ეს შეეხება საგაზაფხულო ხვნა- თესვასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. რა დროსაც მონაწილე პირებს ყველა წესის დაცვა ევალებათ.

კახეთში ამ დროისთვის საეჭვო სიმპტომებით შეყვანილ პაციენტებს 3 საავადმყოფო მოემსახურება.