მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყაზბეგში სასურსათო პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებს არიგებენ

პირველადი მოხმარების ნივთების დარიგება

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სასურსათო პროდუქტითა და პირველადი მოხმარების ნივთებით დაკომპლექტებული პაკეტი კიდევ 100 ოჯახს გადაეცა.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აქციის ფარგლებში ბენეფიციარებს საკვები პროდუქტითა და ჰიგიენის საშუალებებით დაკომპლექტებული პაკეტი, საქართველოში თურქეთის საელჩოსა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თანადგომით გადაეცათ.

ყაზბეგის მერია განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს და აგრძელებს მოსახლეობის მხარდასაჭერად სხვადასხვა სახის აქტივობების განხორციელებას.