მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქედის მერი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა

ქედის მერი ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა

ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე, დღეს „ასტრა-ზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა,- ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

ამჟამად საქართველოში საზოგადოების აცრა სამი ვაქცინით იცრება ესაა: „ასტრა-ზენეკა“, Pfizer და „სინოფარმი“.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.