მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქედის მერიამ წელს პირველად საპილოტედ „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა“ განახორციელა

ქედის მერიამ წელს პირველად საპილოტედ ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა

ქედის მერიამ წელს პირველად საპილოტედ „მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამა“ განახორციელა. 
პროგრამა დაბა ქედასა და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულებში შედგა, რომლის ფარგლებში გამარჯვებული იდეები უკვე გამოვლინდა. - ამის  შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, 2021 წელს, დაბა ქედაში, ახალგაზრდების ინიციტივით - ,„სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი“ აშენდება, ხოლო დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში კეთილმოეწყობა ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი, სოფელ ჭინკაძეებში განთავსდება გარე განათებების ბოძები, სოფელ ჭალახმელაში მოეწყობა სავარგულების მდინარისაგან დამცავი ჯებირი, ხოლო დოხოძეების უბანში მოწესრიგდება შიდა საუბნო გზა.

„მოხარული ვარ, რომ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამა - მოქალაქეთა „მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში - 2020“ შედგა!

ქედის მერია მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამაში 2018 წლის ბოლოს ჩაერთო და წელს პირველად, დაბა ქედასა და დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში წარმატებით განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ქედის მერიის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს მოქალაქეთა მონაწილეობის ზრდის ხელშეწყობა თვითმმართველობის საქმიანობაში. სწორედ, თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება ხელს უწყობს ინკლუზიურ დემოკრატიას, იწვევს საჯარო სექტორის მოდერნიზაციას, ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას და წარმოადგენს მასსა და მოსახლეობას შორის გადაწყვეტილების მიღების ეფექტიან პროცესს.

უპირველესად, მადლობა მინდა გადავუხადო დოლოგნისა და დაბა ქედის მოსახლეობას მაღალი ჩართულობისთვის! გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას GIZ -ს მხარდაჭერისთვის და მერიის მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს, რომელმაც მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, პროგრამის განხორციელება უზრუნველყო!

2021 წელს, აღნიშნული პროგრამა ფართო მასშტაბით გაგრძელდება, ვინაიდან ეს გახლავთ მოქალაქეთა შესაძლებლობა, აქტიურად ჩაერთონ მუნიციპალიტეტის მთავარი დოკუმენტის დაგეგმვის პროცესში, თანამოქალაქეებს შესთავაზონ საკუთარი იდეები და კენჭისყრით თავად გადაწყვიტონ, რა პროექტი განხორციელდეს რომელიმე ადმინისტრაციულ ერთეულში“ - განაცხადა ქედის მერმა ლევან გორგილაძემ.