მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქედის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ქედის მუნიციპალიტეტი

ქედის მუნიციპალიტეტში, კიდევ ერთი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ცხმორისი-ზედა ცხმორისის მიმართულებით 2745 მეტრ მონაკვეთზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი, 945 გრძ.მეტრზე კიუვეტები, აქედან 289 გრძ. მეტრზე დახურული ცხაურით, 45 გრძ. მეტრზე ლითონის მილი, 1033 გრძ. მეტრზე ზღუდარი, 210 გრძ.მეტრზე საყრდენი კედელი და ერთ ხიდს ჩაუტარდება რეაბილიტაცია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება.