მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყვარლის მუნიციპალიტეტში გზის მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

პროექტის სრული ღირებულება 387,530 ლარს შეადგენს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში შიდა საუბნო გზის მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, პროექტის სრული ღირებულება 387,530 ლარს შეადგენს.

ინფორმაციისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ფენიქსი" ასრულებს.