მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყვარლის მუნიციპალიტეტში ყურძნის ფასს აპროტესტებენ

აქცია ყვარელში

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში საპროტესტო აქცია გაიმართა.

ადგილობრივი მოსახლეობა რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ყურძნის დაბალ ფასსა და ქარხნების მიერ მოსავლის დაგვიანებით მიღებას აპროტესტებს.

მათი თქმით, საფერავის ჯიშის ყურძენი ჭკნება, ხოლო ქარხანა ამ დრომდე მიღებაზე უარს აცხადებს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დაბალია რქაწითელის ფასიც.

აქციის მონაწილეებს, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი შეხვდნენ, თუმცა, მათგან დამაკმაყოფილებელი პასუხი ვერ მიიღეს.

ამ წუთებში მევენახეები ღვინის ქარხანასთან იკრიბებიან.