მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქვრივიშვილი: მთავრობა რაჭაში ყველა დამსვენებელს და განთავსების ობიექტს დაეხმარება

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მუდმივ კონტაქტზე იმყოფება რაჭაში მდებარე განთავსების ობიექტებთან იმისათვის, რომ მოხდეს სტიქიის შედეგად შესაძლო დამდგარი საჭიროებების იდენტიფიცირება და დამსვენებლების საჭიროებების დადგენა, რათა საჭიროებისამებრ მთავრობამ სწრაფად აღმოუჩინოს დახმარება თითოეულ მათგანს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, შიდა ტურიზმი აქტიურ ფაზაშია და მნიშვნელოვანია დამსველებლების მიმართ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ, რომლებიც ამ დროისთვის სტიქიის ზონაში იმყოფება და მათი უსაფრთხოება მნიშვნელოვანია.

მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ იმდამსვენებლების მიმართ, რომლებიც ამ დროისათვისსტიქიის ზონაში იმყოფებიან, რომელთა უსაფრთხოებაუმნიშვნელოვანესია.

„პირდაპირ კავშირზე ვიმყოფებით რაჭაში მდებარე განთავსების ობიექტებთან. მოგეხსენებათ, შიდა ტურიზმი აქტიურ ფაზაშია შესული და რაჭაში იმყოფებიან დამსვენებლები. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მივიღოთ სწრაფი უკუკავშირი განთავსების ობიექტებიდან, ადამიანებისგან ვინც, იქ ისვენებს იმისთვის, რომ სახელმწიფომ საჭიროების შემთხვევაში დროული დახმარება აღმოუჩინოს ყველა იმ ადამიანს და ყველა იმ სასტუმროს, რომელთაც ამის საჭიროება დაუდგა სტიქიიდან გამომდინარე,“- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის, რაჭაში სტიქია 28 ივლისს დაიწყო, რის შედეგადაც 12 სოფელი გარესამყაროს მოწყდა. დაზიანდა ხიდები და გზები.