მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლაგოდეხში ადგილობრივები სასმელი წყლის ხარისხს აპროტესტებენ

მოსახლეობის აქცია ლაგოდეხში

ლაგოდეხში ადგილობრივი მოსახლეობა სასმელი წყლის ხარისხს აპროტესტებს.

აქციის მონაწილეების თქმით, მილები, რომლებშიც წყალი გადის, საკანალიზაციო სისტემისთვის არის განკუთვნილი და ამის გამო, ხშირად მომხმარებლები იწამლებიან.

მათივე თქმით, მრიცხველების დამონტაჟების შემდეგ, გადასახადის ოდენობა გაათმაგდა, რისი გადახდაც არ შეუძლიათ. ლაგოდეხელები მრიცხველების დემონტაჟს ითხოვენ.

აქციაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები თუმცა, არ გამოჩენილან ადგილობრივი ხელისუფლების წევრები.

ადგილზე საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც წყალმომარაგების კომპანიას კომპენსაციის მოთხოვნით სასამართლოში უჩივლებს.

წყლის პროექტის განსახორციელებლად, ლაგოდეხში 13 მლნ ლარი დაიხარჯა. მსგავსი ტიპის აქცია რამდენიმე თვის წინაც გაიმართა. თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ლაგოდეხის მოსახლეობა პერმანენტული პროტესტით იმუქრება.