მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეთხილე ფერმერები რეკორდულ მოსავალს ელოდებიან

სამეგრელო, თხილი

სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს ფერმერები 50-55 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ელოდებიან, რაც, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თხილის საშრობში და თხილის გადამამუშავებელ საწარმოში „ჯეო ნათსი“ სტუმრობისას აღნიშნა, „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფერმერთა საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო.

„თხილის მოსავლის პირველი პარტია, გატეხილი თხილის გულის სახით, ამ დღეებში, გერმანიაში გაიგზავნება ექსპორტზე. თხილის წარმოების გამართული ჯაჭვი არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა. ფერმერები იღებენ შესაბამის ანაზღაურებას, რაც იმის გარანტიაა, რომ გაიზარდოს ინტერესი, ფერმერმა მოიყვანოს მაღალხარისხიანი პროდუქცია, იზრუნოს მოსავლიანობის ზრდაზე და იყოს წარმატებული“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.