მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა გრაფიკით იმოძრავებს რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსები?

მიკროავტობუსი

25 თებერვლიდან რუსთავი - თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსების მოძრაობის აღდგება. ამასთან დაკავშირებით კომპანია „ინტერტრანსმა”სპეციალური განცხადება გაავრცელა.

კომპანიის ინფორმაციით, ღამის საათებში, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, “ინტერტრანსის” დაქვემდებარებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები განსხვავებული გრაფიკით იმოძრავებს.

„რუსთავიდან პირველი მარშრუტი 08:00 საათზე შესრულდება. ბოლო სატრანსპორტო საშუალება დედაქალაქის მიმართულებით 18:00 საათზე გავა; თბილისიდან რუსთავის მიმართულებით პირველი მარშრუტი 09:00 საათზე შესრულდება.

ბოლო სატრანსპორტო საშუალება თბილისიდან რუსთავის მიმართულებით 19:00 საათზე გავა; (თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის გრაფიკთან დაკავშირებით დამატებითი ცვლილებები განხორციელდა ამის შესახებ საზოგადოებას წინასწარ ეცნობება).

კომპანია „ინტერტრანსი“ უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას, არ დაძრას მიკროავტობუსი და მგზავრს რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, სატრანსპორტო საშუალების დატოვება სთხოვოს.

ამასთან ერთად, მოგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, კომპანია „ინტერტრანსი“ სატრანსპორტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს ავტოფარეხში დაბრუნებისთავანვე ყოველ დღე ჩაუტარებს დეზინფექციას. „ინტერტრანსი“ კიდევ ერთხელ სთხოვს ყველა მგზავრს, მიკროავტობუსებით გადაადგილებისას დაიცვას უსაფრთხოების წესები“, – აღნიშნულია განცხადებაში.