მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თორნიკე რიჟვაძე: ვთხოვ ბათუმელებს, მობილობა იყოს მინიმალური

აჭარის მთავრობის მეთაური ბრიფინგზე

„ბოლო დღეებში ინფიცირების მატებასთან ერთად, ბათუმი მთავარი საყურადღებო კერაა“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმის შესასვლელ-გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყობა, სადაც თერმოსკრინინგს გაივლიან. თუმცა, რიჟვაძის განმარტებით, ეს რაიმე საკარანტინე ღონისძიებების შემოღებას არ ნიშნავს.

„აჭარა არ იკეტება, არ განიხილება საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ღონისძებები.

მინდა ვთხოვო ბათუმელებს, დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, ამავე დროს შევეცადოთ, შემდეგ დღეებში მობილობა იყოს მინიმალური. ჩვენი მოლოდინია, რომ რამდენიმე დღეში ეს დინამიკა გამოსწორდება“,- აღნიშნა რიჟვაძე.

ინფორმაციისთვის, დღეს, 16 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 144 აჭარაში დადასტურდა.