მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგურამოში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა

საგურამოში დევნილთა საცხოვრებელ კორპუს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა

საგურამოში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ ) ფინანსური მხარდაჭერით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ყოფილი კოლეჯის შენობაში საკანალიზაციო სისტემა შეიცვალა, რაც დევნილების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა.

ცნობისთვის, სამუშაოები არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ განახორციელა.

დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მანანა ნარიმანიძე, GIZ-ის პროგრამის დირექტორი ფრედერიკე როხოვანსკი და „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მარსელა მაქსფილდი საგურამოში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და დასრულებული სამუშაოები მოინახულეს.

შეხვედრაზე ბესარიონ სიმონიშვილმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით სააგენტოში არსებული პროგრამებიც გააცნო.