მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში 36 პირი იმყოფება

სასწრაფო დახმარება, სამცხე-ჯავახეთი

სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან, თვითიზოლაციაში მყოფი პირები ხუთ მათგანში არიან. ეს მოქალაქეები როგორც მაღალი რისკის, ისე სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ.

თვითიზოლაციაში ახალციხეში 18, ბორჯომში - 8, ასპინძაში - 4, ნინოწმინდაში - 4, ადიგენში კი 2 პირი იმყოფება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების უფროსის თქმით, ამ პირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია გაეწია, რომ იყვნენ თვითიზოლაციაში.

"რეკომენდაციის დარღვევის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ პროცესს მონიტორინგს საზგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები და პოლიცია უწევს. ამ დრომდე, კორონავირუსზე ანალიზი რეგიონში მხოლოდ ორ ადამიანს აქვს ჩატარებული", - განაცხადა ნინო ზედგინიძემ.