მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სავალან მირზოევი 600 ოჯახს პროდუქტებსა და ჰიგიენურ საშუალებს გადასცემს

პროდუქტების შეკვრები

გარდაბნის 31-ე ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა სავალან მირზოევმა მოსახლეობისთვის გადასაცემად, 600 ოჯახისთვის, პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები შეიძინა. 600-დან 100 ოჯახი დახმარებას მარნეულის მუნიციპალიტეტში მიიღებს, ხოლო დანარჩენი 500 ოჯახი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელია.

„მე შევარჩიე ის 600 ოჯახი, რომელსაც დახმარება ყველაზე მეტად ესაჭიროება. მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების დახმარებას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ“,-განაცხადა სავალან მირზოევმა.