მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა კერესელიძემ გუბერნატორის პოსტი დატოვა

შალვა კერესელიძის ბოლო სამუშაო დღე გუბერნატორად

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

შალვა კერესელიძე პარტია „ქართულმა ოცნებამ“ თიანეთში, ყაზბეგში, მცხეთასა და დუშეთში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო სამუშაო დღე უკვე ყოფილმა გუბერნატორმა რეგიონში საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებთან შეხვედრით დაასრულა. მან სამხარეო ადმინისტრაციისა და სამხარეო სამსახურების წარმომადგენლებს, ასევე მცხეთის, დუშეთის ყაზბეგის, თიანეთის მერიის და საკრებულოს წევრებს, ახლაგორის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პარტია „ქართულ ოცნებას“ ასეთი დიდი ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის.ვიყო მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლავთ ახალი გამოწვევა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა პარტიის წინაშე და ხელისუფლების წინაშე. მცხეთა-მთიანეთში მცხოვრები თითოეული ადამიანის წინაშე ამ ორი წლის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით ძალიან ბვრი მნიშვნელოვანი პრობლემა გადავჭერით, განათლების ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, წყალმომარეგება, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკული კუთხით ძალიან სერიოზული პროექტები განვახორციელეთ“, - განაცხადა ყოფილმა გუბერნატორმა.

შალვა კერესელიძე გუბერნატორად მცხეთა-მთიანეთის მხარეში 2018 წლის აგვისტოში დაინიშნა.