მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს კახეთში ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ განცხადებას ავრცელებს

25 აგვისტო, გლოვის დღე

შინაგან საქმეთა სამინისტრო, კახეთში ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ შეტყობინება მიმდინარე წელს 7 ოქტომბერს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე შემოვიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ორივე ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ექსპერტ-კრიმინალისტები შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ“ - ნათქვამია განცხადებაში.